https://drive.google.com/open?id=18Bp4eHTlev-BqQc23LloxaEhDonlS-nB https://drive.google.com/open?id=18Bp4eHTlev-BqQc23LloxaEhDonlS-nB
Posts
- Get link
- X
- Other Apps

ევროპის უძველესი წიგნი 9 მლნ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა ევროპის უძველესი წიგნი ბრიტანეთის ბიბლიოთეკამ 9 მლნ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. წმინდა კუტბერტის სახარება VII საუკუნით თარიღდება. ბიბლიოთეკის აღმასრულებელი დირექტორის, დეიმ ლინ ბრინდლის თქმით, ეს ბიბლიოთეკისთვის დიდი შენაძენია. "მსგავსი შესაძლებლობა ცხოვრებაში ერთხელ გვეძლევა. ჩვენ ყველანი მადლიერნი ვართ, რადგანაც კამპანიაში უამრავი ადამიანი ჩაერთო", - ამბობს ის. სახარება VII საუკუნეში ინგლისის ჩრდილოეთით შეიქმნა და ის წმინდა კუტბერტს საფლავში ჩააყოლეს. 1104 წელს კუბო კუნძულიდან დარემის საკათედრო ტაძარში გაიტანეს, რათა ვიკინგების დარბევისგან დაეცვათ. ტაძარში კუბო გახსნეს და წიგნი სწორედ მაშინ აღმოაჩინეს. წიგნს ფართო საზოგადოება მომავალ წელს იხილავს.
- Get link
- X
- Other Apps
წიგნი — ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი. წიგნის ტექსტების ფიქსირება ხდება ფურცლებზე ნიშნების, ასოების ან სხვა გრაფიკული გამოსახულებების საშუალებით, რომლებიც აღიქმება ვიზუალურად. (გამონაკლისია წიგნები უსინათლოთათვის, რომლებიც ბრაილის შრიფტით არის დაწერილი.) თანამედროვე წიგნი წარმოადგენს ყუაში ჩამაგრებული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების კოდექსბლოკს გარე დამცველი ელემენტებითურთ (ყდა, გარეკანი) და ნაბეჭდი გვერდების განსაზღვრული რაოდენობით - იუნესკოს რეკომენდაციების შესატყვისად - ნაბეჭდ თაბახზე მეტი ე. ი. არანაკლებ 48 გვერდისა. საქართველოს ბიბლიოთეკები ისტორია ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით — წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების , იეროგლიფებისა და ანბანების ...