წიგნი — ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი. წიგნის ტექსტების ფიქსირება ხდება ფურცლებზე ნიშნების, ასოების ან სხვა გრაფიკული გამოსახულებების საშუალებით, რომლებიც აღიქმება ვიზუალურად. (გამონაკლისია წიგნები უსინათლოთათვის, რომლებიც ბრაილის შრიფტით არის დაწერილი.) თანამედროვე წიგნი წარმოადგენს ყუაში ჩამაგრებული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების კოდექსბლოკს გარე დამცველი ელემენტებითურთ (ყდა, გარეკანი) და ნაბეჭდი გვერდების განსაზღვრული რაოდენობით - იუნესკოს რეკომენდაციების შესატყვისად - ნაბეჭდ თაბახზე მეტი ე. ი. არანაკლებ 48 გვერდისა. საქართველოს ბიბლიოთეკები ისტორია ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით — წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების , იეროგლიფებისა და ანბანების ...
Comments
Post a Comment